თამაშები

ეს თამაშები მოსწავლეებმა თავად შთამაგონეს. გაკვეთილზე მივეცი თავისუფლად მოქმედების უფლება და ჩუმად ვაკვირდებოდი. სწორედ ამ მომენტში დამებადა იდეები. შესაძლოა ნაცნობი თამაშებია თუმცა მე აქამდე არ გამომიყენებია..
საკმაოდ პოპულარული აღმოჩნდა, თანაც ცოდნის განმამტკიცებელი...

თამაში რთული სიტყვების გამოცნობაზე

ვარიანტი N1
ვწერთ დაფაზე რამდენიმე რთულ სიტყვას, რომელიც საპროგრამო მასალას შეეხება   (მაგალითად, პროგრესი, რეკონსტრუქცია, ევოლუცია, სტატისტიკა, სოციოლოგია, ანთროპოლოგი და ა.შ.). მოსწავლეები აირჩევენ რომელიმეს სურვილის მიხედვით  და წერენ მის განმარტებას თავისი შეხედულებისამებრ.  დავალების შესასრულებლად ვაძლევთ რამდენიმე წუთს.
დროის ამოწურვის შემდეგ, ყველა მოსწავლე სათითაოდ კითხულობს თავის მოსაზრებას. მოსწავლეებს ვაძლევთ უფლებას თუ რომელიმემ იცის წარმოთქვას სწორი პასუხი. ბოლოს მასწავლებელი ან დამხმარე მოსწავლე უკითხავს სწორ ვარიანტს, რომელიც წინასწარ აქვს მომზადებული.
სწორი პასუხი ფასდება ქულებით წინასწარ შეთანხმებული წესისამებრ.  რაც მეტ ქულას დააგროვებს მოსწავლე მით უკეთესი ნიშნით შეფასდება.

ვარიანტი N2

პატარა ფურცლებზე დაწერილი რთული სიტყვები ( იხ. ზემოთ ჩამოთვლილი სიტყვები) სათითაოდ ჩავყაროთ ბლომად რაიმე ყუთში. გავათამაშოთ კლასში.  მონაწილეობს ყველა, მთელი კლასი. სათითაოდ იღებს ყუთიდან სიტყვას თითოეული მოსწავლე.
ვისაც რა სიტყვა შეხვდება, ვალდებულია განმარტოს. არასწორი პასუხის შემთხვევაში მას ეხმარება მთელი კლასი. ვინც სწორ პასუხს დაასახელებს მას დაეწერება ერთი ქულა. რაც მეტ სწორ პასუხს დაასახელებს მოსწავლე მით მაღალ შეფასებას დაიმსახურებს იგი წინასწარ  შეთანხმებული შეფასების მიხედვით.
თუ ვერავინ მოახერხებს სიტყვის განმარტებას, ამ შემთხვევაში სწორ ვარიანტს წაიკითხავს მასწავლებელი ან მისი დამხმარე მოსწავლე.

Комментариев нет:

Отправить комментарий